VIDEO: „ბოდიში, მაგრამ აღარ შემიძლია...“ - რატომ გავიდა თიკა ფაცაცია გადაცემის ჩაწერიდან
1701461549
სენაკში, მიკროავტობუსზე ქარისგან მოგლეჯილი ხის დაცემის შედეგად დაშავებული 3 პირიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მკურნალობისთვის ქუთაისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაჰყავთ.
კლინიკა „არქიმედეს" სამედიცინო დირექტორის, მარეხ ადანაიას თქმით, პაციენტებს სხვადასხვა სახის დაზიანება, მათ შორის, სახის და ქვედა კიდურების ძვლების მოტეხილობები აღენიშნებათ.
მისივე თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე ქარმა ხე წააქცია და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.