რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
პედაგოგი, პოეტი და მსახიობი - ელდინო საღარაძე, "პრაიმტაიმის" მკითხველს, წლის ბოლოს, თავის განწყობას უმხელს.
ელდინო საღარაძე: როგორ ვაცილებ ძველ წელს და ვხვდები ახალს, ამაზე მას შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, რაც თქვენ დამირეკეთ.
რასაც ვიტყვი, ბევრს არ ესიამოვნება. ჩვენ ხომ ის მოგვწონს, რასაც ვეთანხმებით, რაც გვსიამოვნებს. მოკლედ, ვერ დავემთხვევი ბევრს...
მე დღესასწაულები არ მიყვარს. თუ ერთდღიანია, კიდევ კარგი. მე ამას მოვუარე და იმის გამო, რომ უქმეა, მე დროს მაინც არ ვაცდენ. არ ვზეიმობ. მაგრამ შობა და ახალი წელი, რომელიც ჩვენთან ორ-ორია... როგორ შეიძლება? ერთი თვე მთელი საქართველო დროსტარებაშია და ამოვარდნილია იმ ყოველდღიურობიდან, რომელსაც მისდევს ადამიანი. ჩემთვის ყოველდღიურობა შრომის რეჟიმში ყოფნაა. მე მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი, როდესაც გაკვეთილზე ვზივარ, გავცემ და ვიღებ ცოდნას და ვზივარ ჩემს ჯგუფში. ეს რომ მერღვევა, ცუდად ვარ. იმას არ ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი უსიამოვნების გრძნობა მოდის. დღესასწაულებზე დროს ვკარგავ, დროს, რომელიც არ ნაზღაურდება. დროის დაკარგვა იწვევს ჩემში დიდ წუხილს. ამდენად მთელი თვის დაკარგვა შემაწუხებელია ჩემთვის.
ძველ წელს ვაცილებ იმის გააზრებით, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, განვითარების კუთხით რით წავედი წინ და არა, რა ვიყიდე.
წელს მე გამოვეცი წიგნი, რომელზედაც დიდი ხანია ვიმუშავე. "იყო და არა იყო რა" - ეს არის პირველი წიგნი ციკლისა, რომელსაც უნდა დაერქვას "ადამიანის მცოდნეობა." ჩვენ, ადამიანებმა არ ვიცით, ვინ ვართ და რისთვის მოვედით დედამიწაზე. საზრისი არ გვაქვს. ეს წიგნი მკითხველს საზრისს აპოვნინებს.
ეს წელი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ბედნიერი იყო, რამდენადაც შევძელი ღირებულის გაკეთება, ეს წიგნი დავბეჭდე, წარვადგინე და უკვე იყიდება. მადლობა ღმერთს, რომ ეს შემაძლებინა.
ზაფხულში მეორე წიგნზე დავიწყე მუშაობა, რომელსაც "იბერიული განათლება" უნდა დაერქვას. ეს იქნება მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის, თუ რა უნდა ასწავლონ შვილებს და აღსაზრდელებს.
ჯგუფი "იბერიონი" 15 წელია მუშაობს ამ საკითხებზე და ეს წიგნი მთელი ამ პერიოდის დაუღალავი შრომის შედეგია...
როგორ ვხვდები ახალ წელს და როცა უკვე 12-ს ბოლო წუთები აკლია და პრემიერი ულოცავს ერს, უწმინდესი გვლოცავს, მე ვდგები ლოცვად: ღმერთო, მოხდეს ის, რასაც ამდენი ხანია ელოდება ქართველი; საქართველოს ზე-სვლის დაწყებას, ღმერთისკენ სიარულს, უდიდესი შესაძლებლობებისკენ სიარულს. ვევედრები არსს და გამრიგეს, რომ დაიწყოს ეს და ეფექტურად გაგრძელდეს, რომ საქართველომ და ქართველმა თავისი მისია შეასრულოს. ჩემთვის მთავარია ჩემი ქვეყნის და თითოეული ადამიანის წინსვლა, რომ ეს მთელ ქვეყანას მოედოს...
მომავალს იმედიანად ვუყურებ. მე ვხედავ ბევრ გამოღვიძებულ ადამიანს. უკვე დაგროვებითი ქონებით და ჭამა-სმით კი არ არიან დაკავებულნი, არამედ ვხედავ დაიწყო საქართველოში ძალიან დიდი ცვლილებები. ეს დასაწყისია, ცვლილებების ხანა დაწყებულია.
საქართველოს მისია, ვინც გაიაზრა, მან იცოდა, რომ ეს დიდი ცვლილება საქართველოდან უნდა დაწყებულიყო. ბევრი მინიშნება იყო. ამ მინიშნებებზე ჩემს წიგნშიც მაქვს საუბარი. ქართველების მისია კი არის ის, რომ საქართველოდან გავიდეს მთელს მსოფლიოში - სიყვარული, სიბრძნე, ჭეშმარიტი სიკეთე... ჭეშმარიტი სიკეთე და არა ანგარებიანი. უანგარო სიკეთის მაგალითები უნდა გავიდეს...
ჩვენი ერთი ციცქნა საქართველო უნდა შეუდგეს გზას ღმერთისკენ. ადამიანმა საკუთარი ტაძრის მშენებლობა უნდა დაიწყოს. იესო ეუბნება ადამიანს, ღმერთი შენშია, შენ ხარ ტაძარი ღმერთისა... უნდა დავიწყოთ საკუთარი სულიერი ტაძრის მშენებლობა. შობა უნდა მოხდეს ჩვენში, თითოეულში. ნათლისღება გარეთ კი არა, არამედ ჩემშია, აღდგომა - ჩემშია, ჯვარცმა - ჩემშია... ეს პოტენცია ჩვენში არის ჩადებული. ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა აქამდე მოგვიყვანა, გამოქვაბულის დროიდან ქართველური ტომები დღემდე მოიყვანა. აქამდე არ უნდა გადარჩენილიყო, მაგრამ მოგვიყვანა დღემდე, დღევანდელი დღისთვის და რატომ? უნდა თქვას ქართველმა თავისი სათქმელი. გაბრწყინებაც (იბერია გაბრწყინდება) მაშინ მოხდება. ჩვენ უნდა გავაბრწყინოთ. ცეცხლი თვითონ დაინთება? შენ უნდა დაანთო, მე უნდა დავანთო, ჩვენ უნდა დავანთოთ... იცით, დაიწყო უკვე გაღვივება. დაცემის უღრმესი ფენებიდან უნდა ამოვიდეთ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
ადამიანებო, ღმერთი შენშია, შენ ხარ ტაძარი. როგორც მოდა ვრცელდება, ისევე სწრაფად გავრცელდება სულიერი განახლების პროცესი ჩვენში.
ჩვენი საუბარიც იმის მოწმეა, რომ ეს პროცესი დაწყებულია. თუნდაც ერთ ადამიანს გესაუბრეთ, ეს სამყაროში დაფიქსირდა, გავუშვით ჩვენ ეს ინფორმაცია კოსმოსურ დონეზე...
ბედნიერად! ბევრი სასიკეთო საქმის კეთებას გისურვებთ. განათება, განათლება და გაბრწყინება ჩვენს ქვეყანას!
ასევე დაგაინტერესებთ:
ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ