„დილით, სანამ ავდგები, საწოლში ბერების ვარჯიშებს ვასრულებ“ - ელდინო საღარაძე თავის მოვლაზე

eldino

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე "პრაიმტაიმის" მკითხველს თავის მოვლის რუტინაზე უყვება. ის, რომ მსახიობი ასეთი არაჩვეულებრივ ფორმაშია, ვარჯიშის დამსახურებაა...

ელდინო საღარაძე: დილით, სანამ ავდგები, მაქვს საწოლის ვარჯიშები. ეს არის ბერების ვარჯიშები და ამის შესრულების შემდეგ, საწოლიდან ისე დგები, თითქოს ენერგეტიკული მდგომარეობის ზენიტში ხარ. ამის შემდეგ გეახლებით ყავას. შემდეგ უკვე თან იოგას, ასანებს და კიდევ სხვა კომბინირებულ ვარჯიშებს ვასრულებ და თან იმაზე ვფიქრობ, რა უნდა დავწერო. ბოლო წლები წიგნზე ვმუშაობდი, რომელიც მალე უნდა ჩავუშვა. თუ კარგი რამ მოვიფიქრე, ვტოვებ ვარჯიშს და საწერ მაგიდასთან მივდივარ, რომ არ დამავიწყდეს. წლებია რაც იოგასთან ერთად ამ ვარჯიშების კომპლექსი მაქვს. 

ქალები ვართ და ყველაფერს მოვლა უნდა, თან ასაკში - კანს, თმას, თვალს. ვიწვეთებ წვეთებს, თმაზე მკვებავს ვიზელ, სახეზე საცხი... თმის დავარცხნა და ვჯდები კომპიუტერთან სამუშაოდ.

მალე გამოვა ჩემი მეხუთე წიგნი "იყო და არა იყო რა", სადაც საუბარია იმ სივრცეზე, რომლიდანაც ყოველთვის ვსაუბრობ. ეს არის კოდებით წაკითხული ბიბლია. სულ სხვანაირად ხედავს ჩვენს სამყაროს. ბევრი შეცვლაა საჭირო, რომ ბოლოს და ბოლოს სწორ გზას დავადგეთ. სამყარომ იცოდა, რა კოდით დაიწერა ბიბლია. მთელი ბიბლია ალეგორიებით არის დაშიფრული.  ქალმა თავის თავზე უნდა იმუშაოს. როგორ შექმნა საკუთარი ბედნიერება, აი, ამაზე იქნება ჩემი წიგნი. ერი ხომ ინდივიდებისგან იქმნება. თუ ინდივიდებმა იციან გზა ბედნიერებისკენ, ერიც ბედნიერი გახდება. ჩვენ კი არაფერი ვიცით.