ცნობილია როდის დაიწყება ძლიერი სიცხეები საქართველოში
1781552028
ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციებს იქამდე არ მოხსნის, ვიდრე თეირანი საამისოდ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, თეირანმა, პირველ რიგში, უარი უნდა თქვას მასობრივი განადგურების იარაღზე და ადამიანის უფლებები დაიცვას.
„ჩვენ გვაქვს სანქციების ჩარჩო, რომელიც ორ მთავარ ფაქტორზე ახდენს რეაგირებას: ადამიანის უფლებების დარღვევასა და მასობრივი განადგურების იარაღზე. ვიდრე სანქციების გაუქმებაზე ფიქრს დავიწყებთ, გვჭირდება რეალური ცვლილებები ადგილზე. თუ საქციელის შეცვლა სარწმუნო და სანდო იქნება, მაშინ შეიძლება სანქციების გაუქმება, მაგრამ სანამ საქციელი არ შეიცვლება, მათ ვერ გავაუქმებთ“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.