რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
მსახიობი, პოეტი, პედაგოგი - ელდინო საღარაძე ფართო პუბლიკამ სერიალით გაიცნო, ის "ჩცდ"-ში ჩიკას ყოფილი დედამთილის როლში იყო.
ამ დახვეწილ, საინტერესოდ მოაზროვნე ქალბატონს ხშირად იწვევენ ტელევიზიები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.
„დღის კოდის“ ეთერში მსახიობმა ელდინო საღარაძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ჩაანაცვლა სულის სიყვარულმა ფულის სიყვარული:
ახლა ყველა სახის ეგოისტური სურვილი გააერთიანა ერთმა ფენომენმა, ეს არის ფული. ახლა ყველას უყვარს ფული. ფული თუ ეგულებათ, ძალიან ადვილად შეუძლიათ შეელიონ ღვთაებრივ ღირებულებას. ისე ჩაანაცვლა ფულმა სული… ს ჩაანაცვლა ფ-მ. რისი ბრალია, რომ ასეთ დღეში ვართ, აი, ამ ჩანაცვლების ბრალი. ქვეყნის მაგივრად ოჯახი ვარჩიე, ჩემი საკუთარი ოჯახი… ილია ამბობს, აღარ გვაქვს სიტყვა ჩვენ, გვაქვს მე. ფიზიკური სხეული კი მხოლოდ და მხოლოდ ეგოისტურს გკარნახობს. უნდა გათავისუფლდე ამ ეგოისტური სურვილების მომობისგან…“