საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე, გამომწერების კითხვებს პასუხობს და თავის მოვლის შესახებ წერს:
„მოერიდეთ მზეს. აუცილებლად გამოიყენეთ მზის დამცავი საცხები. მოუსმინეთ დერმატოლოგებს, რა დროებში გირჩევენ მზეზე ყოფნას და რა დროებში არ არის რეკომენდებული. სწორად შეარჩიეთ სახის მოვლის საშუალებები კანის ტიპის მიხედვით. არასდროს დაიძინოთ მაკიაჟით.
ჩემი ოქროს წესი ბავშვობიდან. რაც შეეხება ჩემი კვების რაციონს, საოცარი გურმანი ვარ. კვება ჩემი ერთ-ერთი დიდი სიამოვნებაა. სულ ვცდილობ, რომ მოვაწესრიგო და ჯანსაღად ვიკვებო. დილით ვსაუზმობ და მერე გვიან მიწევს ვახშმობა. ეს ძალიან ცუდია როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე წონისთვის. ამიტომ, ბოლო დროს ვცდილობ, შუადღეს ვიკვებო, რომ საღამოს მსუბუქად ვივახშმო. სწორია დღეში ხშირად და ცოტ-ცოტა საკვების მიღება“ - წერს თაკო ჩხეიძე.