რა საფრთხეს შეიცავს მეორადი ტანისამოსი და როგორ გავწმინდოთ ის წინა მფლობელის უარყოფითი ენერგიისგან

მეორადი ტანსაცმელი

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ურჩევნია უმეტესობას მეორადი ტანისამოსი?

ახალი ნივთები, რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მეორადი. მეორეც, ახალი ტანსაცმელი ცარიელ ფურცელს ჰგავს, რომელზედაც საკუთარ ისტორიას დახატავ და რომელზედაც შენს ენერგიას აღბეჭდავ.

მაშ, რა განსხვავებაა ახალ ტანსაცმელსა და მეორად ტანსაცმელს შორის?

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა მეორადი ნივთების შეძენისას. თუმცა, მათი მინუსი ის არის, რომ თითქმის ყოველთვის აქვთ წინა მფლობელის ენერგეტიკული კვალი.

რაც უფრო მეტად იყენებდნენ ამ ნივთს და რაც უფრო დიდხანს ატარებდა პატრონი, მით უფრო დიდი კვალი რჩება  ნივთზე.

რა თქმა უნდა, თუ წინა მფლობელი იყო ადამიანი, ვინც გიყვართ ან პატივს სცემთ, ამ ნივთის გამოყენებაში ცუდი არაფერია.

თუმცა, მეორადი ნივთების უმეტესობას, მათ შორის - ანტიკვარებს, ყოველთვის არ აქვთ კარგი თავგადასავალი.

ძალიან ხშირად ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ისტორია და რა ანაბეჭდები აქვს ამა თუ იმ ნივთს. მოგწონთ თუ არა, ამ ნივთებს ენერგია ყოველთვის თან ახლავს და გავლენას მოახდენს თქვენს ბედზე.

სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ვსაუბრობთ ენერგიაზე, რომელსაც უსიამოვნებები მოაქვს.

ახალ პროდუქტს შესამჩნევი ანაბეჭდი არა აქვს, თუმცა მწარმოებლის ენერგია მაინც უკვე არსებობს მასზე. 

ამ ლოგიკით, ეზოტერიკოსების აზრით, მეორადი ტანსაცმელი ანგრევს თქვენს ენერგიას, ვინაიდან მეორად ნივთებს შეუძლიათ შეინახონ თავიანთი წინა მფლობელების ენერგია.

ზოგიერთ კულტურაში მიიჩნევენ, რომ ადამიანის ტანსაცმელი სიტყვასიტყვით კითხულობს მისი მფლობელის ემოციებს, გამოცდილებას და ტოვებს მათ ქსოვილზე.

ამიტომ, თუ არ იცით ნივთის ისტორია, უმჯობესია, არ იყიდოთ, ხოლო თუ სახლში გაქვთ, უმჯობესია, უარი თქვათ მასზე და მოიშოროთ.

ასე თქვენ თავს იცავთ საკუთარი ენერგიის განადგურებისგან და თქვენი ბიოველი არანაირად არ დაზარალდება საეჭვო ნივთის ენერგიისგან.

ხშირად, როდესაც ადამიანი იწყებს სხვისი ტანსაცმლის ტარებას, მას სხვადასხვა უბედურება ეწვევა. ის ამა თუ იმ პრობლემების წინაშე დგას და საერთოდ ვერ ხვდება, საიდან მოვიდა.

ეს შეიძლება იყოს პრობლემები სამსახურში, ჯანმრთელობის პრობლემები ან კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ მეორადი ნივთების მაღაზიაში შოპინგზე.

მსოფლიოს წამყვანი ეზოტერიკოსები გვასწავლიან, როგორ შეიძლება გავწმინდოთ მათი აურა.

ნაყიდი ნივთს დააყარეთ ბლომად მარილი (მთელი კოლოფი) და გააჩერეთ ერთი ღამე. შემდეგ გარეცხეთ. ნივთი აბსოლუტურად იქნება გაწმენდილი წინა მფლობელის ენერგეტიკისგან.

შეეცადეთ, გამოყენებული მარილი იატაკზე არ დაგეფანტოთ, რომ უარყოფითი აურა ოთახში არ დარჩეს. მარილი უნიტაზში ჩარეცხეთ.