1782158365
შეიძლება თუ არა ტრანსპორტში ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა - მოძღვრის პასუხი
შეიძლება თუ არა ტრანსპორტში ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა? - ამ კითხვაზე მოძღვრის განმარტებას გამოცემა orthodoxy.ge აქვეყნებს.
„ეს კითხვა მრავალს ებადება. ლოცვა, არათუ შეიძლება, საჭიროცაა ყველგან. ამას თვით წმინდა მოციქული პავლე გვასწავლის: მოუკლებელად ილოცევდით (1თეს. 5,17). შეიძლება ვილოცოთ სკვნილით, ან ვიმეოროთ ფსალმუნები და სხვა ლოცვები. ტრანსპორტში ლოცვის გარდა პირჯვრის გადასახვაც შეიძლება",- განმარტავს დეკანოზი ანდრია კემულარია.











