1782113410
სასამართლომ მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი 2 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი 2 000 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა და რეაგირებისთვის სასამართლოს მიმართა.
არსებული ინფორმაციით, ვახტანგ დიასამიძემ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მედიის პოსტზე რეზო კიკნაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. დიასამიძის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა.
სხდომას ესწრებოდა თავად ვახტანგ დიასამიძეც. როგორც მან განაცხადა, არ იცოდა, ვინ იყო რეზო კიკნაძე და აღნიშნულ ფაქტს ნანობს.










