Exclusive: თემურ უგულავას ყოფილი და ახლანდელი ცოლების საერთო ფოტო - რა აკავშირებდათ ბიზნესმენის საყვარელ ქალებს

colebi

"პრაიმტაიმმა" რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილ მეუღლესა და ახლანდელ საყვარელ ქალბატონზე სტატია გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, ჩვენ მოდელ ნატო ჯაფარიძის ახლობელი დაგვიკავშირდა, რომელმაც ბიზნესმენის ყოფილი ცოლის, მოდელ ნინი ნებიერიძის და ახლანდელი საყვარელი ქალის, ნატო ჯაფარიძის ერთობლივი ფოტო გამოგვიგზავნა. მისივე ცნობით, სურათი რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული. 

მის სახელსა და გვარს გასაგები მიზეზების გამო არ ვაკონკრეტებთ. 

როგორც ის ამბობს, თემურ უგულავას ყოფილი და ახლანდელი ცოლები წარსულში მეგობრები იყვნენ. ნატო ჯაფარიძემ და ბიზნესმენმაც ერთმანეთი სწორედ ნინი ნებიერიძის მეშვეობით გაიცნეს. 

ამჟამად, ყოფილი ცოლის დაქალი, ნატო ჯაფარიძე თემურ უგულავასთან ერთად ცხოვრობს და ცნობილი ბიზნესმენის ბიზნესსაქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. ის კომპანია "უდაბნო ჯგუფის" დირექტორის პოზიციას 
მიმდინარე წლის 27 იანვრიდან იკავებს. შპს. "უდაბნო ჯგუფი" "აჭარა ჯგუფის" პროექტია, რომელიც თემურ უგულავას ეკუთვნის. 

ასევე, ნატო ჯაფარიძე შპს "აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის" პარტნიორი 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან გახდა. ხოლო იმავე წლის 25 ნოემბრიდან შპს "ურბან ელექტრიკის" დირექტორიცაა.