წყალი 12 საათით შეწყდა - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, აბანოს ქ. N18-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებაა.

„კრწანისი, აბანოს ქ. N18 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო ღამის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აბანოს, მირზა ფათალი ახუნდოვის, იოსებ გრიშაშვილის N1-N11 (კენტები) N2-N22 (ლუწები)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.