ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
დედაქალაქში „თბილი ქურთუკების კამპანია“ დაიწყო. მისი იდეა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სხვა სიცოცხლეს“ ეკუთვნის.
ქუჩაში ხეზე შემოხვეული ქურთუკი უკვე გამოჩნდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი ყელბერაშვილი იმედოვნებს, რომ „აიღე/გათბი“ - ს ფარგლებში წამოწყებული სიკეთის მარათონს დიდი გამოხმაურება მოჰყვება და მალე ამ კამპანიას ძალიან ბევრი მოხალისე შეუერთდება. ის საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„03: 35 ღამის თბილისში, 9 იანვარს ასეთი საოცარი ამბები დატრიალდა. მათთვის ვისაც ღამის თენება ღია ცის ქვეშ უწევს, გადავწყვიტეთ ამ ადამიანებისთვის ქალაქის ქუჩებში თბილი ქურთუკები დაგვეტოვებინა ხეებზე და ამ მხრივ გამოგვეხატა ჩვენი თანადგომა „აიღე/გათბი“ - ს ფარგლებში წამოწყებული სიკეთის მარათონს ვიმედოვნებთ დიდი რეზონანსი მოჰყვება და მალე ამ კამპანიას ძალიან ბევრი მოხალისე შეუერთდება.
სწორედ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვაგრძნობინებს, რომ ვიზრუნოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ხოლო სიკეთე ყველაზე დიდი ძალაა საზოგადოების სადარაჯოზე.“- ამბობს გიორგი ყელბერაშვილი.
მსგავსი სოციალური აქცია ესტონეთისა და თურქეთში აქტიურად მიმდინარეობს.