პარლამენტში ამ წუთებში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა იწყება

პარლამენტი მიკროფონი

ამ წუთებში პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა იწყება. ჯგუფის წევრებმა საორგანიზაციო საკითხები უნდა განიხილონ, შეიმუშაონ დებულება, აირჩიონ თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

ჯგუფის შექმნის მიზნად წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა სახელდება. მომზადებული დასკვნა კი, 6 თვის შემდეგ, პროკურატურას გადაეცემა.

ჯგუფში "ქართული ოცნების" ხუთი, "ხალხის ძალის" ორი, "ევროპელი სოციალისტების" კი ერთი წევრია. ამ დრომდე ვაკანტურია გახარიას პარტიისთვის განკუთვნილი ორი ადგილი.