Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დღეს, ფოთში საშობაო-საახალწლო ღონისძიება ჩატარდება. მოეწყობა საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები.
ფოთში საახალწლო ღონისძიებები დღეს ორ საათზე დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა სცენა და საახალწლო სოფელი. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
დღის განმავლობაში გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. 18:30 საათიდან კი ფოთელების წინაშე ჯგუფი „ბანი“ წარდგება. საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.