პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

ილია მეორე

კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს,- ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.

„კიდევ ერთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გამოაკლდა წუთისოფელს. დღეს სოსო (იოსებ) ჯაჭვლიანი ეთხოვება სამზეოს და მარადიულ ცხოვრებას იწყებს.

მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ, - ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ, -  მოგმადლოთ მშვიდობა და სოსო-იოსებისთვის ლოცვის ძალა.

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ასევე ნახეთ:

VIDEO: „მისი გარდაცვალება ბევრ ცვლილებას მოიტანს...“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის 24 თებერვლის სავსე მთვარე კარიერული თვალსაზრისით მნიშვნელოვან სიახლეებსა და ცვლილებებს მოუტანს