კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
14 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე პატივისცემით გაიხსენეს ონის სახალხო თეატრის დამაარსებელი, მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, გიგა ჯაფარიძე, რომელიც წლების განმავლობაში ძმასთან შალვა ჯაფარიძესთან ერთად, ონის სცენაზე დღესასწაულებს ქმნიდა და მისი დამსახურებით ონელი მაყურებელი ეზიარებოდა გემოვნებიან ხელოვნებას, ისაუბრეს დიდი მაესტროს დამსახურებაზე, მისი ცხოვრების განვლილ გზაზე, ადამიანურ თვისებებზე, ნიჭიერ მსახიობებზე, რომელთა უმრავლესობა სამწუხაროდ დღეს ცოცხალი აღარ არის.
თეატრალურ საღამოს ესწრებოდნენ ასევე იუბილარი მსახიობები, რომლებმაც გაიხსენეს თეატრში გიგა და შალვა ჯაფარიძეებთან თანამშრომლობის ბედნიერი პერიოდი , ა(ა)იპ ონის კულტურის სახლის ხელმძღვანელობამ ისინი სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ფრაგმენტები სპეკტაკლებიდან, რომლებმაც სხვადასხვა დროს დიდი აღიარება დაიმსახურეს როგორც ქართულ, ისე საზღვარგარეთის მაყურებლის წინაშე.
ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ირმა მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდი ხვედელიანი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე თეატრის და გიგა ჯაფარიძის შემოქმედების დამფასებელი და პატივისმცემელი საზოგადოება.
ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს გიგა ჯაფარიძის ლექსზე და მუსიკაზე შექმნილი სიმღერის ფონზე, რომელსაც ასრულებდა შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი „ რაჭა“ ,კულტურის სახლის ფოიეში, საზეიმოდ გაიხსნა გიგა ჯაფარიძის ბიუსტი , რომლის ავტორი ნიჭიერი ონელი მოქანდაკე ტრისტან გოგრიჭიანია