ნახეთ ქუჩები თბილისში, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

გზა

წყნეთის გზატკეცილისა და ი. უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ უცვლელად, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით.

„შეზღუდვა 17 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს“, - აცხადებენ თბილისი მერიაში.