„საშინელება იყო, მანქანა ხეზე იყო შევარდნილი...“ - მძიმე ავარია დიდ დიღომში
1730577419
რატომღაც მოდურად იქცა უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეების აქ დარჩენილი ოჯახების ლანძღვა - ისინი იქ წვალობენ, ესენი აქ ერთობიანო, მანქანებს ყიდულობენო, - ამ შინაარსის პოსტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აქვეყნებს.
მისი თქმით, დაყვედრებით საუბარი უადგილოა, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში იმდენი ფული იყო ემიგრანტების მიერ გადმორიცხული, რაც ჩვენი ერთი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია.
„შეიძლება ცალკეული მსგავსი შემთხვევები მართლაც იყოს, მაგრამ მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქის მიერ გადმორიცხული ფულით უდგას სული ხალხს და ცალკეულ ოჯახზე გადაანგარიშებული ეს არც თუ იმდენია, რომ ფუფუნებაში აცხოვრონ ცოლ-შვილი თუ ქმარ-შვილი. რატომ გაუშვითო, საყვედურობენ. რა ექნათ მაშინ? ან მთელი ოჯახი წასულიყო? ეს ისედაც შეუძლებელია სავიზო თუ სხვა მიზეზების გამო.
მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში იმდენი ფული იყო ემიგრანტების მიერ გადმორიცხული, რაც ჩვენი ერთი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია. ათი წლიდან ერთი წელიწადი ქვეყანა ემიგრანტებმა შეინახეს. ეს იმდენად მტკივნეული და რთული მორალურ-ეკონომიკური საკითხია, რომ ამაზე აგდებულად და აქ დარჩენილებზე დაყვედრებით საუბარი ძალიან ცუდია“, - წერს გოცირიძე.