1728846029
მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებას ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯად - გიორგი მშვენიერაძე
„ამ ეტაპზე, ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯებად სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებას, რაც მას ვუთხარი კიდეც. იმედია, ამ რჩევას ის აუცილებლად გაითვალისწინებს, ვინაიდან ამით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იხეირებს",- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მე პრეზიდენტ სააკაშვილის ნაცვლად ვერ აღვწერ მის მდგომარეობას. ის ამბობს, რომ მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, რომელიც უკავშირდება ნევროლოგიურ საკითხებს. როგორც ვიცი, მასთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა ექიმი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების კონტრაქტორია. მისივე განცხადების, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მას სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება", - განაცხადა მშვენიერაძემ.