მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას შობას ულოცავს

ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების სისტემის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს ქრისტეშობას ულოცავს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, ჩვენო მოქალაქეებო! გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც მას 7 იანვარს აღნიშნავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წინსვლას!

მაცხოვრის შობა განახლების, სიკეთისა და სიხარულის სიმბოლოა, რომელსაც უკეთესი მომავლის იმედით ვხვდებით. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!კიდევ ერთხელ გილოცავთ და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ!“, - წერია მინისტრის მილოცვაში.