1741893700
მერიდებოდა რაღაცნაირად... თუმცა არც ის მინდა, დაუნახაობა ან უმადურობა დამაბრალოს ვინმემ... - რას წერს დავით თევზაძე

რამდენიმე დღის წინ, ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით „თეთრი გიორგი“ დაჯილდოვდნენ: გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და პოლკოვნიკი კობა ბასარია.
საპატიო ჯილდოს მიღებას სოციალურ ქსელში ეხმიანება დავით თევზაძე:
„ბევრი ვიფიქრე, სანამ გავაზიარებდი... მერიდებოდა რაღაცნაირად... თუმცა არც ის მინდა, დაუნახაობა ან უმადურობა დამაბრალოს ვინმემ...
მადლიერი ვარ ეროვნული გვარდიის სარდლობის, თავდაცვის ძალების მეთაურისა და თავდაცვის მინისტრის, მათ მიერ ჩემდამი გამოხატული ყურადღებისათვის და გვარდიის განვითარებაში ჩემი მოკრძალებული წლილის დაფასებისათვის.
ვულოცავ ასევე ჩემს თანამებრძოლებს, გიორგი ყარყარაშვილსა და კობა კობალაძეს მედლით "თეთრი გიორგი" დაჯილდოვებას, რომელიც სწორედ ეროვნული გვარდიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეიტანისათვის გადაეცემა მომქმედ თუ ყოფილ მეთაურებს. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს...“,- წერს დავით თევზაძე.