პატარძეულთან ნავთობის საბადო აღმოაჩინეს - Block Energy

ჭაბურღილი

ბრიტანული კომპანია Block Energy, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა/მოპოვებას ახორციელებს, აცხადებს, რომ პატარძეულთან, აქამდე დაუმუშავებელ ტერიტორიაზე ნავთობის მარაგი აღმოაჩინა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს აღმოჩენა შესაძლებელი JSR-01 DEEP ტესტირების პროგრამის ფარგლებში გახდა.

JSR-01 DEEP ჭაბურღილი პატარძეულის საბადოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ის JSR-01 ჭაბურღილთან შედარებით, 470 მეტრზე ღრმად, დახრილი კუთხით გაიბურღა, რაც სხვადასხვა ზონების ტესტირების და შესაბამისად, დარჩენილი ნავთობის პოტენციალის შეფასების საშუალებას იძლევა. ტესტირების საფუძველზე, კომპანიას ახლა პროექტი II-ის განვითარება შეუძლია.

ჭაბურღილის დღიური წარმადობა 45 ბარელია.  პატარძეულის საბადომ 1975 წლიდან 1985 წლამდე 98 მილიონი ბარელი ნავთობი აწარმოვა. Block Energy-მ ის 2020 წელს შეიძინა.