შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
პრეზიდენტის მრჩეველი დავით თევზაძე დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკაში აქტუალურია. ის შევარდნაძის ხელისუფლების დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. ხელისუფლების ცვლილებას და "ვარდების რევოლუციას" დაკავებული პოსტიდან მისი წასვლა მოყვა, გენერალი დავით თევზაძე თადარიგში გადავიდა და პედაგოგიურ-კვლევით საქმიანობას შეუდგა.
პარალელურად, ის აქტიურად ჩაერთო აქტიურ საზოგადოებრივ სამუშაოში. 2015 წლის აპრილში, დავით თევზაძე აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას „საქართველო მშვიდობისათვის, ხოლო იმავე წლის 11 ოქტომბერს, საზოგადოების ბაზაზე ფუძნდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისათვის“, რომლის პირველ თავმჯდომარედაცაა არჩეული.
დავით თევზაძე ცხოვრობს თბილისში. ჰყავს მეუღლე და 6 შვილი. მისი ერთ-ერთი შვილი ჟურნალისტი და "ჯარისქალია" - ქეთი თევზაძე ambebi.ge-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მამას მის სამხედრო კარიერაში წვლილი არ მიუძღვის და პრივილეგიებით არასოდეს უსარგებლია.
ქეთი თევზაძე პირველი ქართველი ქალი სამხედროა, რომელმაც 2004 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოჯრის სპეც. დანიშნულების სკოლის "კომანდოს" და საპარაშუტო მომზადების კურსი გაიარა.
ჯერ ერაყში იმყოფებოდა სამშვიდობო მისიით, შემდეგ კი, თავის თანამებრძოლებთან ერთად, სამხედრო დავალებას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ასრულებდა.
"რაც თავი მახსოვს, ყოველთვის სამხედრო სამსახურში წასვლა მინდოდა, მერე ომი დაიწყო, იქაც წავედი. როცა სამხედრო ხარ, ომში წასვლა მოგიწევს. ეს ჩემს ოჯახზე უკეთესად ალბათ, არავინ იცის. ალბათ, არ გაეხარდათ, როცა ომში წავედი, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევას არავინ მაკადრებდა.
მამას მარსიანელს ვეძახი. ის სწორხაზოვანი და უკომპრომისო ადამიანია საქმეში, როცა თავდაცვის მინისტრი გახდა, ბევრ რამეში შემზღუდა. ის რომ არ ყოფილიყო, ბევრად წინ წავიწევდი, ვადაზე ადრე არცერთი წოდება არ მიმიღია. სულ მთხოვდა, არ შემერცხვინა. როცა პირველად წავედი ომში, მითხრა, ხომ იცი, სადაც მიდიხარ? ხელს რაზეც აწერ, აბა შენ იცი, არ შემარცხვნო. მისი მინისტრობის დროს ყველაფერზე წითელი მქონდა ანთებული.
ჩვეულებრივია ქალის ცხოვრება ჯარში. საკუთარი ოთახიც არ მქონდა, 19 ბიჭთან ერთად ვიყავი და ზუსტად იგივე ნორმატივებს ვასრულებდი. ომი არ განასხვავებს, ქალი ხარ თუ კაცი. ტყვიაც ვერ არჩევს სქესს. მე ვამბობ, რომ ჯარში არ არსებობენ ქალები, ჯარში მსახურობენ მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურეები. როცა ჯარში მიდიხარ, შენი ქალობა სახლში უნდა დატოვო, იქ საკუთარი ნებით მიდიხარ, არავინ გეპატიჟება, ამიტომ უნდა იყო ზუსტად ისეთი, როგორიც არის სხვა.
ჩემი საქმის გამო ბევრ მნიშვნელოვან მომენტში არ ვიყავი ჩემს შვილებთან ერთად. ერთხელ როცა ბავშვს მივაკითხე ბაღში, სახლში დარეკეს ჩემებთან და უთხრეს, ახალგაზრდა გოგონამ მოაკითხაო.
ჯარი 2007 წელს დავტოვე... ახლა ჟურნალისტი ვარ, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ვმუშაობ გადაცემაში "ქართული ჯარი". ჩემს საქმესთან ახლოსაა და ვლაპარაკობ იმაზე, რაც ვიცი.
რაც შეეხება თევზაძეების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიებს, გენერალმა და ექსმინისტრმა ჯერ შვილი დაკარგა, მერე - ძმა. ამის შესახებ დავით თევზაძე ჟურნალ "თბილისელებს" ჩვეული სიტყვა ძუნწობით და დიდი ემოციურობით ესაუბრა.
- 1993 წლის დეკემბერში ტრაგედია მოხდა თქვენს ოჯახში – უმცროსი ვაჟი დაგეღუპათ...
– ისიც მოწამეობრივადაა წასული. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა. ერთი-ორი მეგობარი აღმოჩნდა ისეთი, ძალიან ახლოს, იმდენად ახლოს, რომ ფიზიკურად შემეხო. მათ დაცემის საშუალება არ მომცეს. ერთ-ერთი იყო გია ყარყარაშვილი.
მერე იყო 2000 წლის 1 ივნისს თბილისში ტერაქტი, რომელიც განცხორციელდა თქვენს ძმაზე, გურამ თევზაძეზე. საშინელი კადრები იყო... რატომ?
– ეს უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია და ვერსად წაუვალ. ჩემს ძმასაც რთული ცხოვრება შეხვდა და მოწამეობრივად აღესრულა. დრო იყო ეგეთი, სხვას არაფერს გეტყვით. ქვეყანას ვიცავდი და, ჩემი ძმა, ოჯახი ვერ დავიცავი.