ეს მათი არჩევანია - თენგიზ თევზაძე მისი ოჯახის წევრების მიერ ნაცმოძრაობისთვის შემოწირულობაზე

თენგიზ თევზაძე

„თეა თევზაძე არის ჩემი ოჯახის წევრი, დავით თევზაძე მამაჩემი, თემური თევზაძე ბაბუაჩემი, თუ მათ რაიმე პოლიტიკური გემოვნება და გადაწყვეტილება მიიღეს, ეს მათი არჩევანია“ - ასე პასუხობს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე ნაცმოძრაობისთვის მისი ოჯახის წევრების მიერ შემოწირულობის შესახებ დასმულ კითხვას.

როგორც თენგიზ თევზაძემ განაცხადა, ოჯახის წევრის პოლიტიკური გემოვნება არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ოჯახის წევრი სადმე არ უნდა იყოს არჩეული.

„თეა თევზაძე არის ჩემი ოჯახის წევრი, დავით თევზაძე არის მამაჩემი, თემური თევზაძე არის ბაბუაჩემი. თუ მათ რაიმე პოლიტიკური გემოვნება და გადაწყვეტილება მიიღეს ეს მათი არჩევანია.

ის, თუ რომელიმე ადამიანის ოჯახის წევრს აქვს შესაბამისი პოლიტიკური გემოვნება ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ოჯახის წევრი სადმე არ უნდა იყოს არჩეული“ - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.