საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
ცხოველთა დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად ავაშენოთ კერას“ დამფუძნებელი, ლევან ჩხაიძე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან დღეს ცხოველებთან დაკავშირებით სასამართლიო პროცესზე გააკეთა.
„მთელი ეს დრო არაფერს ვამბობდი.....!
- უკვე ცხოველი იმდენად მოდაშია, რომ „ქულების“ დასაწერად ის ალაპარაკდა, ვის დროსაც პირდაპირ ქუჩაში, დღისით მზისით ხოცავდნენ მიუსაფრებს. არავინ, არავის უკონტროლებდა თანხას, რომელიც ტყვია-წამალისთვის იყო გამოყოფილი. ეკონომიას აკეთებდნენ და მოსაკლავად საჭირო რაოდენობის ნაცვლად, ფულს ჯიბეში იკუჭავდნენ! (ამას ალბათ თანამდებობაზე მჯდომი, ვიღაც არაადამიანი, ცხოველთმოძულე ნაბი*ვარი შვრებოდა)
ქუჩაში ნახევრად მოკლულ ძაღლებს, ჯერ მანქანაში და შემდეგ ორმოში ყრიდნენ. ყოველდღიურად გაუსაძლისი და წარმოუდგენელი ტანჯვა-წამებით იხოცებოდა ცხოველები. ლეკვებს კი ცოცხლად ყრიდნენ ორმოში ან მიწაში მარხავდნენ.
პ.ს - ყველამ იცის, რომ მე და პოლიტიკა, ცა და დედამიწასავით ვართ! მყავს მეგობრები და ნაცნობები ყველა პარტიიდან, რის გამოც ყოველთვის ვარიდებდი თავს პოსტებს თუ აზრის დაფიქსირებას, როცა ეს პოლიტიკას ეხება, მაგრამ, რაც ახლა სტატიაში წავიკითხე ეს უსამართლობაა და ამდენი ხნის თავშეკავების შემდეგ, მეც გადავწყვიტე მიშაზე დამეწერა! მიუხედავად პარტიისა კარგსა თუ ცუდს, მადლობას ვეტყვი, ტაშს დავუკრავ, დავწერ და მისი მადლიერი ვიქნები, თუ ცხოველს დაეხმარება, მაგრამ.......!!!! მოკლედ და ლაკონიურად, რომ ვთქვა: „არ მოვუსმენ ეშმაკს, როცა ის ღმერთზე ლაპარაკობს“!
გთხოვთ ნუ გამაკრიტიკებთ ჩემი აზრის დაფიქსირების გამო და თხოვნაა, თუ ამ ნაწერის ჭეშმარიტებაში ეჭვი გეპარებათ, მოიკითხეთ მეგობრებში (ცხოველთმოყვარულებში)“, - წერს ლევან ჩხაიძე.
ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტალთან ძაღლები მის ხმას ახშობდნენ.