კვირის ასტროლოგიური პროგნოზი - ნახეთ რა გელით მიმდინარე კვირაას

ნიშნები

ვერძი

ბევრ დროსა და ენერგიას დაუთმობთ პროფესიულ საქმიანობას. მოლაპარაკებები დაუკავშირდება მომავალ საქმეებს. გაიზრდება ხარჯიც. იზრუნეთ იმიჯზე და ეცადეთ მუდამ ფორმაში იყოთ, რათა დადებითი შთაბეჭდილება დატოვოთ გარშემომყოფებზე. ფარული სასიყვარულო შეხვედრები, თქვენს ცხოვრებას მეტად რომანტიკულს გახდის.

კურო

ენერგია საკმარისი გექნებათ, რათა ბევრ საქმეს ერთდროულად გაუმკლავდეთ. შემოქმედებითი მიდგომით, საქმეს სწრაფად შეასრულებთ და გარშემომყოფების შექებას დაიმსახურებთ. მგზავრობისა და დასვენებისას, შესაძლოა ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი.

ტყუპები

მოიმატებს აქტიურობა და თავდაჯერებულობა. საქმეებში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გექნებათ, თუმცა ეს საკმარისი იქნება ახალი ჰორიზონტების დასაპყრობად. გაზრდილი ინტელექტუალური შესაძლებლობები, კარიერაში წარმატებებს გიქადით. მოგზაურობის შემთხვევაში, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოაგროვებთ.

კირჩხიბი

გარშემომყოფები დაგეხმარებიან კარიერულ ზრდაში, თუმცა ყველასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება, რადგან შესაძლოა მოგატყუონ როგორც საქმეში, ასევე პირად, ურთიერთობებში. ნუ დაარღვევთ კანონს. მოერიდეთ რისკს. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ძველი სიყვარული დასრულდა და დროა მოძებნოთ ახალი გატაცება, თუმცა ეს გრძნობა მალე გადაგივლით.

ლომი

მოემზადეთ ახალი პროექტების დასაწყებად. უამრავი პრობლემის მიუხედავად, გაადვილდება საქმეებში მიზნის მიღწევა. კარგი დროა ჯანმრთელობის გასაძლიერებლად და იმიჯის შესაცვლელად. მოგზაურობა სჯობს გადადოთ. შესაძლოა, უცხოეთიდან მიიღოთ საჩუქარი ან სასიამოვნო ახალი ამბავი შეიტყოთ.

ქალწული

პირად ცხოვრებაში, შეიძლება დაბნეულობამ იჩინოს თავი. გაგიტაცებთ უჩვეულო და ორიგინალური იდეები, რაც ხარჯის ზრდასაც ითვალისწინებს. ეს კი ოჯახის წევრებთან კონფლიქტის საბაბი შეიძლება გახდეს. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და ხშირად დაისვენოთ.

სასწორი

კარგია ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება. დამოუკიდებელი მოქმედებებით, მარტივად გაართმევთ თავს საქმეებს. მოგზაურობისას ჩამოყალიბებული ურთიერთობები დაგეხმარებათ სერიოზული ფინანსური მოგების მიღებაში. პირად ურთიერთობებში, მეტი სიფრთხილე და მოთმინება გმართებთ.

მორიელი

ფული ხელმომჭირნედ ხარჯეთ. ბევრ ხალხთან ურთიერთობა პრობლემებს შეგიქმნით, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, შეამცირეთ გადაადგილებების რიცხვი, ერიდეთ ინტრიგებსა და რისკს.

მშვილდოსანი

აქტიური ცხოვრება დაგეხმარებათ საინტერესო და გავლენიან ადამიანებთან კონტაქტში. კარგი დროა დასახული მიზნების მისაღწევად. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეძიეთ, დამატებითი წყაროები. პირად ცხოვრებაში, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

თხის რქა

თავს დადებითად იგრძნობთ და გაგიჩნდებათ ახალი გრძელვადიანი გეგმები. კარგი დროა ძველი კავშირების აღსადგენად. ზედმეტი თავისუფლების გამო, წინააღმდეგობებია მოსალოდნელი ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან. კარგი დროა, მოგზაურობებისთვის.

მერწყული

გაიზრდება თქვენი რისკისადმი ლტოლვა. ახალი იდეებისა და პროექტების რეალიზება გაგიადვილდებათ პარტნიორთა დახმარებით. სასიყვარულო და ოჯახური პრობლემების მოგვარება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ურთიერთგაგებით და მოთმინებით.

თევზები

შემოსავლების უმეტესობა, დაუკავშირდება ხელოვნებას. შესაძლოა მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასიამოვნო პროექტების განხორციელებაც მოგიწიოთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი, აზრების დალაგებაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ მეტ დროს გაატარებთ ოჯახის წევრების გარემოცვაში. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა.