როგორ ინარჩუნებს ფორმას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი - წონის კლება ჰოროსკოპის მიხედვით

დიეტა

დიეტა და წონის კლება  - ეს ის საკითხია, რაც მთელ მსოფლიოში ადამიანთა უმეტესობას აწუხებს. სხვადასხვა ადამიანი თავისებურად ცდილობს ფორმების შენარჩუნებას. ვნახოთ რა გზებს მიმართავენ ამ მხრივ ზოდიაქოს ნიშნები. ჰოროსკოპები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია – თუმცა, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით არის გარკვეული ზოგადი საკითხები და რჩევები, რასაც შეგვიძლია, ვენდოთ.

ვერძი

ვერძს ფიზიკური აქტივობა სჭირდება - არა იმდენად სიმძიმეების აწევა, რამდენადაც დაგროვილი დაძაბულობისა და სტრესისგან გათავისუფლება. იმ ვერძთათვისაც კი, ვინც არ გრძნობს დაძაბულობას ან დაგროვილ აგრესიას, ფიტნესი ხელს შეუწყობს შინაგანი მდგომარეობის დაბალანსებას. სპორტის კატეგორიული უარყოფის შემთხვევაში, შეგიძლიათ იმღეროთ (მაგრამ მხოლოდ ხმამაღლა, მთელი ძალით) ან უბრალოდ იყვიროთ ენერგიულ მუსიკაზე ( საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის გაკეთება მიზანშეწონილია მხოლოდ დახურულ სივრცეში!).

კურო

თქვენ უნდა დაკავდეთ ნებისმიერი მოქმედებით, რომელსაც შემოსავალი, ანუ მატერიალური სარგებელი მოაქვს. გამდიდრებისთვის კი ენერგიას არ დახარჯავთ. კუროები იღბლიანები არიან, რომლებსაც ფიტნესის ნაცვლად, საყიდლებზე წასვლა ურჩევნიათ. ისეთი, რომ დღის ბოლოს დაღლილობისგან ძირს დაეცემით და სიამოვნებით გაიხსენებთ, თქვენ მიერ გავლილ კილომეტრებსა და ასობით გაზომილ ნივთს.

ტყუპები

ტყუპები თითებზე ითვლიან დარჩენილ დროს, როცა სადმე წასვლას შეძლებენ. შაბათ-კვირას ახლომდებარე ქალაქში ან პიკნიკზე, ველოსიპედით სიარული მათი საუკეთესო ფიტნესია. გარდა ამისა, ტყუპებს სჭირდებათ ბევრი კომუნიკაცია, ინფორმაციის გადაცემა და მუდმივად აქტიურად ყოფნა.

კირჩხიბი

შოპინგი, ჭორაობა- ფიტნესის კიდევ რა საინტერესო სახეები არსებობს? აქ კირჩხიბებისთვის ერთი უცნაურობაა, ისინი რჩებიან გამხდარი, როცა არაფრის გამო ღელავენ. მათ იციან როგორ დაკარგონ მადა, სტრესის ნაცვლად. მაშასადამე, კირჩხიბებისთვის მოზომილ რიტმში მშვიდობიანი ცხოვრება ხშირად შეუსაბამოა. ხანდახან უნდა დაიტვირთოთ პრობლემებით და ცოტა მეტად შეიწუხოთ საკუთარი თავი. თუ, მაგალითად, პური გინდათ, მაღაზიაში ნუ გარბიხართ, ძალიან მარტივია. თავად გამოაცხვეთ.

ლომი

ლომები თავს შესანიშნავ ფორმაში ინარჩუნებენ, როცა აპლოდისმენტების მოგების პერსპექტივით უწევთ საზოგადოებაში გამოჩენა. მაყურებლის წინაშე მღელვარება წვავს დამატებით კალორიებს. მნიშვნელოვანია, მუდმივად გამოიჩინოთ თავი და ზოგადად, იყოთ აქტიური.

ქალწული

ქალწულებმა უნდა შეიმუშაონ საკუთარი თავისთვის მკაფიო, დეტალური-ფიტნეს გეგმა და აუცილებლად შეიტანონ ის განრიგში. რაც არ უნდა დატვირთული იყოთ სამსახურსა თუ საოჯახო საქმეებში, უნდა შეგეძლოთ, გამორთოთ ყოველდღიური რუტინა და დაუთმოთ დრო ვარჯიშს. დიახ, ქალწულებს უჭირთ ჩვეული ცხოვრებისეული განრიგის აღდგენა, მაგრამ ჰოროსკოპი არ გთავაზობს რაიმე საინტერესო რეცეპტს - წვეულებებს ან შოპინგს. სპორტდარბაზში წასვლა მოგიწევთ...

სასწორი

თქვენ აუცილებლად გჭირდებათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, იდეების გაცვლა, ბალანსის წერტილების პოვნა. ინტერესი და ღიაობა სხვების მოსაზრებებისა და მოთხოვნილებების მიმართ, ამასთან, ემოციური წინააღმდეგობები სასწორს ფორმაში შენარჩუნებაში ეხმარება.

მორიელი

მორიელებს გადატვირთვა სჭირდებათ, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. მშვიდობიანი ცხოვრება და კომფორტული საშინაო გარემო მათთვის ზედმეტი წონის პირდაპირი გასაღებია. ეს ნიშანი მუდმივად უნდა ეძებდეს რაღაცას ახალს, გარდა ამისა, ივარჯიშეთ და ირბინეთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ტონუსი ირთვება მაშინ, როცა ეუბნებიან, რომ რაღაც არ გამოუვათ ან ვერ შეძლებენ. ამის შემდეგ იწყება მუდმივი მუშაობა და საპირისპიროს დამტკიცება. ენერგიის გაცვლა მშვილდოსანს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.

თხის რქა

თხის რქებს, ისევე როგორც ქალწულებს, უნდა ჰქონდეთ მკაფიო გეგმა, რომელიც უნდა დაიცვან, მაშინაც კი, თუ მიწისძვრა მოხდება და სამყარო ჩვენს თვალწინ იშლება. ის, რაც ნამდვილად ეხმარება თხის რქებს ხარისხობრივად ურთიერთქმედებაში და ენერგიის გაცვლაში გარე სამყაროსთან, არის ნებისმიერი სოციალური მიღწევა: მათი მასშტაბები შეიძლება იყოს ნებისმიერი, მთავარია, რომ ის მნიშვნელოვანია თავად ადამიანისთვის.

მერწყული

მერწყული საუკეთესოდ ინარჩუნებს ოპტიმალურ წონას... ფრენისას: თქვენი ფიტნესი არის ბატუტი, პარაშუტი, სიჩქარე, მოტოციკლი. ასევე, როკ ჯგუფის გამოსვლაზე წასვლა, ხმამაღლა სიმღერა. გარდა ამისა, სასარგებლოა რაიმე გრანდიოზულის ძიებაში ჩართვა ან რთული პროექტის განხორციელება: მერწყულები არ ნებდებიან, პირიქით - საქმეში თავით გადაეშვებიან და საჭმელს ივიწყებენ.

თევზები

თევზები, ისევე როგორც, კირჩხიბი, ემოციებზე არიან დამოკიდებულნი. მაგრამ ეს არც ისე მარტივია: ნეგატიურმა ემოციებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. უმჯობესია, ფოკუსირდეთ დადებითზე: მაგალითად, პროფესიონალურად ცეკვით ტრენერთან, რომელიც გაგრძნობინებთ მუსიკას და ივარჯიშებთ სრულყოფილ შესრულებაზე. გარდა ამისა, კრეატიულობა და მოგზაურობა თევზებს დაეხმარება, ფორმა შეინარჩუნონ.