1739342153
გოგინაურის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
![გლოვა ლენტი გლოვა ლენტი](https://primetime.ge/uploads/files/2023/09/08/64140/glova-lenti_w_h.jpeg)
გოგინაურის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გოგინაურის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბესარიონ გოგიტიძის გარდაცვალების გამო.
სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატავად , რასაც თითოეული ჩვენგანი განვიცდით - კეთილშობილი, სიცოცხლით სავსე, ჩვენი სოფლისა და სკოლის ამაგდარის, მრავალი თაობის აღმზრდელ, ბესარიონ მასწავლებლის გარდაცვალების გამო, დიდია მისი ღვაწლი მომავალი თაობის აღზრდა/ განათლებაში.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, საზოგადოებასა და სოფელს.
უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.