წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
12 ივლისი პეტრე-პავლობაა; ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის, მართლმადიდებელი ეკლესია, განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან - წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით - „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს...
პეტრე - დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა... პავლე - ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.
ანგელოზების მხატვარი მედეა კეიდია იერუსალიმში მოლოცვისას პეტრეს რესტორანს ეწვია, სადაც თავს ქრისტიან პილიგრიმებს, ქრისტეს მოწაფის თანამედროვედ აგრძნობინებენ.
თევზი - ტილაპია გალილეა, რომელსაც პეტრე და პავლე იჭერდნენ, ამ რესტორნის მენიუს მთავარი კერძია; მას "პეტრეს თევზს" უწოდებენ და ბოსტნეულთან ერთად მიირთმევენ.
აი, როგორ გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას მხატვარი.
მედეა კეიდია: პეტრეს თევზის რესტორანი იერუსალიმში იმითაცაა ღირსშესანიშნავი, რომ დროს იქ, რაღაც მანქანებით, ძველ დროში გადაჰყავხარ... და სულ გაქვს იმის განცდა, რომ ეს-ესაა წმინდა პეტრე და მისი მოწაფეები შემოაბიჯებენ აქ. მეტიც, გგონია, რომ ის თევზი, რასაც იქ მიირთმევ, მათი დაჭერილია...
საოცარი განცდაა, ზიხარ და იაზრებ, რომ იმ ადგილას თევზაობდნენ... იმ სანაპიროზე დადიოდნენ, სხვანაირი განცდა გიჩნდება.
იერუსალიმში ჩასვლისას ყველა ცდილობს პეტრეს თევზის რესტორანში მოხვედრას.
შედიხარ, იხდი 50 დოლარს და მიირთმევ "პეტრეს თევზს." მაგრამ რასაც იქ მყოფი შიგნიდან განიცდი, ის მხოლოდ ჭამა არ არის, არაფერი საერთო არ აქვს კულინარიასთან.
იმ მომენტში, მათი ქადაგება გესმის, მათი მდგომარეობის თანაზიარი ხდები...
ყველაფერს პეტრეს სახელი აქვს, თევზის ლოგო ამშვენებს; ძლიერ შთაბეჭდილებაში გახვევს, თანაც იმდენად ძლიერში, რომ იქ მიღებული საკვების გემო არც გახსოვს.
სამახსოვროდ წამოვიღე ქაღალდის ჭიქა, ხელსახოცი... იმას, რასაც ძლიერი განცდა მაქვს, მოწიწებით ვიმახსოვრებ. ხომ იცით, მეხსიერებას მარყუჟი სჭირდება, რომ გადაგიყვანოს იქ სადღაც, გაგახსენოს...
გვფარავდეს, გვაძლიერებდეს პეტრე-პავლობის მარხვის ძალა, მადლი.
ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: "საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა
ამ დღეს ბევრი ელის - სასწაულმოქმედ ხატს ხუთი საათით გამოაბრძანებენ
რა ეცვა, რით იკვებებოდა და სად ცხოვრობდა უფლის წინამორბედი - „დღეს იოანე ნათლისმცემლის შობაა“