ამ დღეს ბევრი ელის - სასწაულმოქმედ ხატს ხუთი საათით გამოაბრძანებენ

xati

"14 ივლისს საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი", გამობრძანებული იქნება ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე.

საკვირველმომქმედი ხატის ასლები იქნება ტაძარში;

გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა" - ვკითხულობთ ფეისბუქგვერდზე "დედოფალი".

ამ ხატს "დედოფალი", ანუ "სიხარულის მომნიჭებელი" პატრიარქმა უწოდა. ის 2014 წელს შეიქმნა და ივერონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ანალოგია, რომელსაც "პორტაიტისა" ეწოდება.

ხატს ორი მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი - გიორგი ჭოლოკავა. 

მცველებს "დედოფლის" ხატი ათონის მთაზე ჰყავდათ წაბრძანებული, სადაც ის დედახატს შეხვდა. ხატი ასევე წმინდა მიწაზე იმყოფებოდა;

"დედოფალს" ბევრი სასწაული უკავშირდება. 

"მადლი, რომელიც ხატიდან გადმოდის, ასეთი სიმხურვალის სახით აღწევს ადამიანებამდე და ეს ტემპერატურა საკმაოდ მწველია. მასთან ძალიან ახლოს მისვლა არც გჭირდება, ამას მანძილზე გრძნობ" - ჰყვება ზურაბ შიოშვილი.

"ხატს ნებისმიერ ადგილზე რომ შეეხო, სიმხურვალეს ხელების გარდა, ვერც ერთი ნაწილიდან იგრძნობთ. მეზობელმა, რომელსაც ხატის რეპროდუქცია ვაჩუქე, მითხრა, ხელები თბილი აქვსო; რამდენიმე ცალი მეც მქონდა შინ და თითოეულს რომ შევეხე, ყველას ხელი თბილი ჰქონდა" - გიორგი ჭოლოკავა.

ეს არის ტაძრის ადგილმდებარეობის რუკა, სადაც 14 ივლისს სასწაულმოქმედ ღვთისმშობლის ხატთან მოლოცვა შეგეძლებათ.


 
 
 
 ასევე დაგაინტერესებთ: "ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა, შევედი და ვხედავ..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის დისშვილი

"წმინდა მამების აზრით, ამ ლოცვას მისტიკური ძალა აქვს..." - რვა სიტყვიანი ლოცვა, რომელიც გვწმენდს და გვიცავს

"საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა