ფოტოები - ნიკო დადიანის სასახლეში მეჯლისის შემდეგ, ჩვენება მოეწყო 

ჩვენება ზუგდიდი

10 იანვარს უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში დიზაინერ სოფია ხარჩილავას შემოქმედების საავტორო ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„პარიზი არ გეგონოთ, ზუგდიდია, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე. ბრწყინვალე სივრცე რომელიც კულტურის სამინისტროს ინიციატივით და სტუდია „პრაიმ შოუს“ ორგანიზებით მხატვარმა ანი პირველმა საშობაო მეჯლისისათვის ულამაზესად გააფორმა. ამ გადაღების შემდეგ სასახლე ვიზიტორებისათვის პირველად გაიხსნა და სამეჯლისო დარბაზი თავისუფალი დასწრების რეჟიმით უამრავმა ადამიანმა დაათვალიერა, უფრო მეტიც ზუგდიდელმა ბავშვებმა სასახლეში მუსიკალური კლიპის გადაღებაც მოასწრეს. 10 იანვარს კი უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში დიზაინერ სოფია ხარჩილავას შემოქმედების საავტორო ჩვენება გაიმართა. “წლების დაგროვილი ინსპირაცია და ემოციები გავაცოცხლე სამოსელში. ეს იყო ვინტაჟის და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი. ჩემი მოდა არის ხელოვნების ნიმუშების სამოსელზე გადატანა, ემოციების ფერებში გადმოცემა, ჩემი სულის მდგომარეობის გამოხატვა”. - ასე გადმოსცა თავისი დამოკიდებულება სოფია ხარჩილავამ.

ჩვენება კოვიდ რეგულაციებს სრული დაცვით გაიმართა. ამ შესანიშნავი ღონისძიების მოწყობისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა მუზეუმის დირექტორს დავით ოყუჯავას გადავუხადო, რომელმაც ეს დიდებული ნაგებობა უმოკლეს დროში კულტურული აქტივობების და მიზიდულობის თავისებურ ცენტრად აქცია.. მადლობა კულტურის სამინისტროს, პრაიმ შოუს და ანი პირველს!

ჩვენი ყველას ერთობლივი და შეთანხმებული შრომის შედეგია ის, რომ დადიანების უძველესი მემკვიდრეობა მუდმივი ყურადღების ცენტრშია, ერთი მეჯლისის შედეგად კი სასახლემ ასობით ახალგაზრდა ინტერესი დაიმსახურა და რაც მთავარია ახალ შემოქმედებით იდეებს დაუდო საფუძველი,“ - წერს გიორგი კალანდია.