ევროპის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან გავრცელება დაიწყო არქტიკული ჰაერის მასებმა... - როგორი იქნება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლო დღეებია ევროპის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან გავრცელება დაიწყო არქტიკული ჰაერის მასებმა, რომელმაც ყველგან ბუნებრივია თოვლი და მკვეთრი აცივება გამოიწვია, 13 იანვრიდან აღნიშნული ჰაერის მასის ნაკადის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეც დაიწყებს შემოსვლას, რაც გამოიწვევს ზამთრისთვის დამახასიათებელ ამინდს.
კონკრეტულად 13 იანვარს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით, სველი თოვლი იქნება სანაპირო კურორტებზეც.
14 იანვრის საღამოდან გამოიდარებს და შესაბამისად მოწმენდილი ცის არსებობა ხელს შეუწყობს ღამის ყინვების ფორმირებას, ტემპერატურის მკვეთრი დაკლება გვაიძულებს უფრო თბილი ტანსაცმლის ჩაცმას, ვისაც ყვავილები გაქვთ აივანზე და ეზოში სხვადასხვა ნარგავები შეგიძლიათ შეფუთოდ!
გთხოვთ ნუ მისცემთ საშუალებას სკანდალისთვის და დეზინფორმაციისთვის გავრცელებულ ამინდის ნიუსებს, თითქოს რაღაც უჩვეულო გველის, თქვენი განწყობის შეცვლის უფლებას, მიუხედავად აცივებისა და თოვლისა, ამინდის ასეთი შეცვლა შუა ზამთრისთვის არის დამახასიათებელი, არაფერი განსაკუთრებული.
გისურვებთ ლამაზ დღეებს და მშვენიერი ფანტელებით ტკბობას“ - წერს მეტეოროლოგი.

ასევე ნახეთ:

„უყურადღებოდ არ დატოვოთ გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანების რჩევები“ - იანვრის რომელი რიცხვიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები

ნაკიანი 2024 წელი - რა არის საშიში და რა არ უნდა გააკეთოთ ამ წელს