1731301849
„უყურადღებოდ არ დატოვოთ გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანების რჩევები“ - იანვრის რომელი რიცხვიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები
ახალი, 2024 წელი შემობრძანდა და იმედია, გასულ წელზე გაცილებით მშვიდი და სტაბილური იქნება. როგორი იქნება საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში წლის პირველი თვე – იანვარი, რა პერიოდში უნდა გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და რა დროს სჯობს ინტუიციაზე დაყრდნობით ნაბიჯების წინ გადადგმა – ამის შესახებ ინტერვიუ ვთხოვეთ ასტროლოგს, ბატონ მიხეილ ცაგარელს.
20 იანვრის შემდგომ, მზე გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში, პლანეტების - მარსისა და ვენერას ენერგიები კი გააქტიურდება თხის რქის ზოდიაქოში. ამიტომ, თვის ბოლო დეკადა ნაკლებად მშვიდი და ჰარმონიული იქნება. 20-იდან 27 იანვრამდე დროის მონაკვეთი კი შესაძლოა, უკიდურესად დისონანსური აღმოჩნდეს. ამ პერიოდში სოციუმსა და ძალაუფლების მქონე მაღალჩინოსან ადამიანებს შორის შეიძლება, წარმოიქმნას სერიოზული პრობლემები და მწვავე კონფლიქტები. წინა პერიოდში მიღებული კანონები, გადაწყვეტილებები და ცვლილებები კი შესაძლოა, დიდ წინააღმდეგობას გადააწყდეს და პროტესტის საბაბი გახდეს. სხვა მხრივაც, ეს პერიოდი საკმაოდ დაძაბულია. არაა გამორიცხული სხვადასხვა სახის ტექნოგენური კატასტროფები და საგზაო-სატრანსპორტო ავარიები.
– რას გვირჩევთ, როგორ განვვლოთ ეს რთული პერიოდი და რა უნდა გავითვალისწინოთ?
– ამ პერიოდში აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებებისას, შორეული მოგზაურობებისას. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ გარშემო მყოფების მოქმედებებსა და ქცევებს. ნებისმიერ სფეროში დაუშვებელია რისკი. წინდახედულობაა საჭირო ახლო მომავლის სამოქმედო გეგმების შედგენისას. 23 იანვრიდან კი პლანეტა ვენერა ადგილს დაიმკვიდრებს თხის რქის ზოდიაქოში, რის შემდეგაც ადამიანები მეტად ფრთხილები იქნებიან პირად ურთიერთობებში, პრობლემების გადაწყვეტისას კი გამოიჩენენ მეტ პრაგმატიზმსა და კონსტრუქციულობას. ამ პერიოდში გაძლიერდება ინტუიციაც, ამიტომ მისი დახმარებით შესაძლებელი იქნება არა ერთი უსიამოვნების გვერდის ავლა.
– რას გვირჩევთ ამ პერიოდში პრობლემების თავიდან ასაცილებლად?
– პრობლემების თავიდან ასაცილებლად სასურველია, უყურადღებოდ არ დატოვოთ გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანების რჩევები. წყარო
ასევე ნახეთ:
VIDEO: გაიცანით „ყინულის ქალი“, რომელიც გაყინულ წყალში 45 წუთი ცურავს - „ვირუსებს აქეთ ეშინია ჩვენი“
VIDEO: შვილის ქორწილში აცეკვებული გოჩა და შორენა ჩერტკოევების ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა