რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
"ღიმილის ბიჭი" კახა ქორიძე დღეს 75 წლის გახდა; ძნელი წარმოსადგენია, რომ მსახიობობა არ აირჩია და პროფესიად მხატვრობა და არქიტექტორობა არჩია; თუმცა შვილმა და შვილიშვილმა მაინც ეს "მაცდური" გზა აირჩიეს;
დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "დიმიტრი II" (1982), "რბოლა" (1997); გადაღებულია ფილმებში: "ღიმილის ბიჭები" (თემური, 1969), "ერთხელ" (საბა, 1962)
გახლავთ საქართველოს სამეფო სახლის კანცლერი (2009 წლიდან);
როდესაც "ღიმილის ბიჭების" გადაღებები დაიწყო კახა ქორიძე არქიტექტურის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო;
"სურვილი მქონდა ქერჩში დაღუპული ბიძაჩემის როლი შემესრულებინა; გადაღებული მასალა რომ ვნახე, ჩემი თავი არ მომეწონა და ვუთხარი ბატონ რეზოს - მე მეგონა, რაღაცას ვაკეთებდი-მეთქი; შენ რა იციო? - მითხრა; წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მიმაბრუნა;
ამ ფილმის შემდეგ რაც კი ფილმები გადაიღეს, ყველგან მთავარ როლებზე მიმიპატიჟეს, მაგრამ კინოსტუდიამ უკვე იცოდა, რომ მე აღარ გადავიღებდი;
ყველგან ვგრძნობ ხალხის სიყვარულს; სადაც არ შევდიოდი, ყველა მცნობდა, ეს პატარა ამბავი არ არის; მერე, რაღაც მომენტში ეს მაღიზიანებდა, ამიტომ არ გამოვდიოდი ხშირად საზოგადოებაში, ჩემთვის ვიჯექი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი;
როდესაც ასეთ სიყვარულს გრძნობ, შენც ამითვე უნდა უპასუხო; ეს გაყალიბებს" - თქვა "პირველ არხთან" ერთ-ერთ ინტერვიუში კახა ქორიძემ;
ასევე დაგაინტერესებთ:
"მხოლოდ თვალებით უნდა გამოეხატა ცოლისადმი უდიდესი სიყვარული და სევდაც, რომ დრო დაუნდობელია, მაგრამ სიყვარული მაინც რჩება... კახიმ მითხრა..." - პირველად გენიალურ არტისტზე შოთა კალანდაძე