1764264730
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.












