რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
ჯანდაცვის მინისტრი, სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრობს და მას უბედურ შემთხვევას უწოდებს.
როგორც მინისტრი ამბობს, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ დევნილებს ბინები დათქმულ ვადაში გადაეცეთ.
„მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა. რაც შეეხება სხვა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენს სამინისტროში იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა როგორ უნდა უზრუნველყოთ 13 ათასი ოჯახი ბინით. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც მივყვებით და დათქმულ ვადებში შევასრულებ.თ
გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლმასთან“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, 17 იანვარს, თბილისის ზღვასთან, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის მამაკაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა.