დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გიორგი კეკელიძე თავის ობსესიურ, შფოთვით მდგომარეობას ამ ფაქტის მოყვანით შესანიშნავად აღწერს; თან დასძენს, ამიტომაც ვარ მარტოო.
აი, რას წერს მწერალი
გიორგი კეკელიძე: წარმოიდგინეთ, რომ შენთან სტუმრად არის გოგო. შეიძლება, საუკეთესო გოგოც კი საქართველოში და ამ გოგოს უცებ გაუტყდა ღვინის ბოთლი. ან შენ გაგიტყდა. შხეფები მიესხა კედელს და დააჩნდა. ჩვეულებრივი ამბავი რა. ძალიან ჩვეულებრივი. სრულიად უწყინარი. და ამ დროს მთელი შენი ყურადღება კედელზე გადადის. ყელში გიჭერს. საშინელი მოუსვენრობა გიპყრობს. ცდილობ, მთელი მონდომება დაახმარო და არ გააკეთო იგივე, რასაც დედაშენი იზამდა ამ დროს. არადა, ტრივიალური მატერიალიზმის ნასახი არ არის შენში. არც ღვინის ბოთლის გატეხვაა სირთულე და არც კედელი. სულ რომ სახლი დაგიწვას ვინმემ უნებლიედ, შეიძლება ხმა არ ამოიღო და ამ დროს ეს საშინელი ლაქა, რომელიც კედლიდან გონებას მიეცხო და ვეღარ იშორებ. ერთი სული გაქვს, როდის წავა გოგო. და აჰა, წავიდა.
მთელი ღამე წმენდ ყველა შესაძლო და ნაკლებად შესაძლო საშუალებით იმ საზარელ ლაქას. აი, გაბაცდა, მაგრამ მაინც აიჩნია. ძლივს იძინებ მოუსვენრად და დილით შვიდზე ურეკავ დამხმარეს, რომ ეგებ დაგეხმაროს. ერთი სული გაქვს, აღდგეს ძველებური წესრიგი და მთლიანად მოირღვეს - ყველგან შეასხა ღვინო. თან წარმოიდგენ, რომ ბოლო-ბოლო, თუ არ ამოვიდა, გადავღებავ ან კარადას დავდგამ. და იმ გოგოს მთელ ამ სცენას ატყობინებ. თან ზუსტად იცი, რას ფიქრობს ახლა ის: ,,მე ხომ სიყვარულის გამო არ ვეტყოდი ამას, მოვითმენდი, რომ გული არ ტკენოდა, ხელოვანი კაცი როგორი არარომანტიკულია, წვრილმანებზე ფიქრობს, მე საერთოდ არც მახსოვს ის ამბავი".
და ის ცამდე მართალია.
მაგრამ შენც მართალი ხარ.
ამიტომაც ცხოვრობ მარტო.
ასევე დაგაინტერესებთ: "საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა
"ჩხირკედელა იყო სულ. თავისი თავი თვითონ შექმნა; დუტაა რა!" - ნახეთ, რამდენი წლის გახდა მსახიობი