1734207713
„კვარაცხელიაზე წიგნი რუსულადაც გამოვა, გარეკანზე ეწერება - საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ – გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა და პოეტმა გიორგი კეკელიძემ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოუშვა წიგნი სახელწოდებით „ხვიჩა - ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“.
გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ წიგნი რუსულადაც გამოვა, სადაც დიზაინი შეცვლილი იქნება და ეწერება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
"წიგნის "ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი" გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი. თუმცა, წიგნი რუსულად მაინც გამოვა, გამოსცემს ქართულივე გამომცემლობა. გარეკანის დიზაინი მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება - "საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ", საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ." - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე ნახეთ:
„ასეთ სიურპრიზს მისგან არ ველოდი...“ - რას ამბობს მამუკა ჯუღელი კვარაზე