ძალიან ძნელია იმ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევთ ჩემს ძმას და რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან - გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია მისი ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას „ფეისბუქ“ პოსტს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრთან, მანანა-არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებმა ხმაურიანი აქცია გამართეს, რომლებიც ცოტნე გამსახურდიას კლინიკიდან გაყვანას მოითხოვდნენ.

სარეაბილიტაციო ცენტრთან განვითარებული მოვლენების გამო, გიორგი გამსახურდია შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ძალიან ძნელია იმ ყველაფრის ატანა, რის გავლაც მის ძმასა და რძალს უწევთ. 

„ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები რასაც ჩემი ძმა,კონსტანტინე წერს ამ პოსტში.ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა,რის გავლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან.ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს“ , - წერს გიორგი გამსახურდია.