VIDEO: „ეს არის ურთულესი ამბავი, ძალიან მძიმე მოსასმენი...“ - რას ჰყვება ანრი ჯოხაძე
1686083700
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა და ჟურნალისტებთან განაცხადა:
„დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს, ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბუნებრივია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების. ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ პერსონალურად დახურულ ფორმატში კომუნიკაციის საშუალებას, რაზეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და მოვითხოვეთ, რომ ეს შეზღუდვები მოხსნილიყო, თუმცა დღემდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება და დირექტორი არაფერს აკეთებს, რომ ეს ბარიერი გაუქმებულიყო.
საჯაროდ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, კანონით დადგენილი წესით სააკაშვილთან კომუნიკაციის და ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველსა და ნებისმიერ დაწესებულებას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს ამ დაცვის უფლების რეალიზებაზე", - განაცხადა საძაგლიშვილმა.