დაერიცხათ თუ არა კომუნალურ გადასახადებზე გაორმაგებული თანხა აბონენტებს - სემეკი შემოწმების შედეგებს აქვეყნებს

ელექტროენერგია

დაერიცხათ თუ არა კომუნალურ გადასახადებზე გაორმაგებული თანხა აბონენტებს - სემეკი „თელმიკოსა" და „თელასის" შემოწმების შემდეგ, შედეგებს აქვეყნებს.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებ, დადგინდა გარკვეული შეუსაბამობები.

„შეისწავლეს მრიცხველებთან დაკავშირებული საკითხები, აღრიცხვის და დარიცხვის სისწორე, კანონიერება და ამ ყველაფრის შესაბამისობა ჩვენ მიერ დადგენილ წესებთან. გამოვლინდა აღრიცხვასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ნაწილში უზუსტობები, დადგენილი წესების დარღვევა, შესაბამისად მოვისმენთ დეტალურ ანგარიშს შემოწმების ჯგუფის. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციის ერთ-ერთ ფორმას დაჯარიმებას, შესაბამისად შესაძლოა, გამოიყენონ," - აცხადებს დავით ნარმანია.