შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა, გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა, გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა, გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 11-ის გადაარჩენა მოხერხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემი ჩაძირვის საფრთხის წინაშე იყო.

ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციის განცხადებით, ინციდენტი გემ Royad Mammadov-ს უკავშირდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

რუმინული მედიის ინფორმაციით, გემი თურქული იყო და მარცვლეული გადაჰქონდა.

✕