როგორ შეიცვალა პრეზიდენტ ზელენსკის გარეგნობა ომის 5 დღეში - ნახეთ ფოტოები

ზელენსკი

24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. 

უკრაინის რამდენიმე მსხვილი ქალაქი დარტყმებს იგერიებს და ჯერჯერობით უმკლავდება ოკუპანტის შემოტევებს.

დღეს უკრაინული მედია უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრიდან მე-5 დღის მონაცემებს აქვეყნებს, რაც ამ დროისთვის ცნობილია.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირისგან უკრაინა უპრეცედენტო დახმარებას მიიღებს და ამასთანავე, საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნის მთავარ საკითხად დღევანდელი მოსალოდნელი შეხვედრა რჩება, რომელშიც მონაწილეობა მხარეებმა - უკრაინამ და რუსეთმა უნდა მიიღოს.

კიევში, დაახლოებით, დილის 4 საათზე რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქისა და ხარკოვის დაბომბვა განაახლეს.
დღეს მოსალოდნელია, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები ბელორუსი-უკრაინის საზღვართან შედგება. 
ერთი დღით ადრე, პუტინმა ბრძანება „სპეციალური საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე“ გადაყვანის ბრძანება გასცა. 
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ საბრძოლო დანაკარგები პირველად აღიარა, მაგრამ მონაცემები  არ გამოაქვეყნა.
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსული არმიის დანაკარგები 4500 ადამიანს შეადგენს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მონაცემები მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ: ომის 352 ადამიანია დაღუპული, ხოლო 1 684 დაიჭრა.
ევროკავშირი უკრაინას 450 მილიონი დოლარის ლეტალურ იარაღს გადასცემს. ეს ევროკავშირის ისტორიის მანძილზე აქტიურ კონფლიქტურ ზონაში იარაღის მიწოდების პირველი შემთხვევაა. გარდა ამისა, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები უკრაინაში  მებრძოლებს გადაიყვანენ.
კვირას, რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 2700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ბელორუსში კი სულ მცირე 545 (მონაცემები დაზუსტებულია).

რაღა თქმა უნდა, ქვეყნის მთავრობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და  ქვეყნისთვის დამდგარი მძიმე დღეები პრეზიდენტის სახეზეც აისახა.

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ის ომამდე და ომის მიმდინარეობის დროს. 

 

ომის დროს ⇓

 

 

ასევე ნახეთ - ვმუშაობ და მძინავს, 2 დღეა შვილები არ მინახავს - ვოლოდიმირ ზელენსკი