პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
400-ზე მეტი რუსი დაქირავებული ჯარისკაცი კიევში კრემლის ბრძანებით მოქმედებს, მოკლან პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მთავრობის წევრები, რათა მოსკოვისთვის კონტროლის გასამყარებლად საფუძველი მოამზადონ - ამ ინფორმაციას ბრიტანული გავლენიანი გამოცემა The Time-ი ავრცელებს.
ვაგნერის ჯგუფი, კერძო მილიცია, რომელსაც პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე მართავს და მოქმედებს, როგორც სახელმწიფოს ფილიალი, ხუთი კვირის წინ აფრიკიდან დაქირავებული ჯარისკაცებით გაფრინდა მისიის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ფინანსური პრემიის სანაცვლოდ.
მათი მისიის შესახებ ინფორმაციამ უკრაინის მთავრობამდე ორი დღის წინ მიაღწია და რამდენიმე საათის შემდეგ კიევმა 36-საათიანი „მძიმე“ კომენდანტის საათი გამოაცხადა .
რუსი დივერსანტებისთვის ქალაქის გასაწმენდად უკრაინის მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ისინი კრემლის აგენტებად მიიჩნიოდნენ და რისკის ქვეშ იქნებოდნენ თუ კომენდანტის საათს დაარღვევდნენ და ამის გამო ადგილზე მათი ლიკვიდაცია მოხდებოდა." - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისთვის შესაძლოა, უკანასკნელი ღამე ყოფილიყო. მან უკრაინელებს ბრძოლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კომენდანტის საათის ამოქმედებიდან ადგილზე ყველა იმ პირს ცეცხლს გაუხსნიდნენ, ვისაც ქუჩაში დააფიქსირებდნენ.