„ბოლო მონაცემებით, აცვია შავი ჰუდი და აღარ არის ძაღლთან ერთად“ - თბილისში გაუჩინარებულ ბიჭს ისევ ეძებენ

იძებნება

თბილისში დაკარგულ დათი გავაშელს ოჯახი და პოლიცია უკვე მეორე დღეა ეძებს. მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცთან ერთად მყოფი მისივე ძაღლი, დიღმის ტრასის ტერიტორიაზე, „ვენდისთან“ იპოვეს, სწორედ იქაა შემჩნეული მისი პატრონიც.

08:25 საათის მდგომარეობით, ისევ იძებნება, სავარაუდო ტერიტორია: აღმაშენებლის ხეივანი. ბოლო მონაცემებით, აცვია შავი ჰუდი და აღარ არის ძაღლთან ერთად“, - წერს მეგობარი.

ნებისმიერი სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 500500110, 577555800, +995 599 15 55 50, 591000220, 599339338.