ბოლო ათწლეულებში ყველაზე პატარა ჩვილი დაიბადა, ის სულ რაღაც 325 გრამს იწონის - ახალშობილმა მსოფლიო პრესა აალაპარაკა

inkubatori

17 წლის შოტლანდიელმა გოგომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაბადებულ მცირე წონიან ჩვილებს შორის ყველაზე პატარა, სულ რაღაც 325 გრამის წონის შვილი ნაადრევად, საკეისრო კვეთით გააჩინა. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

"თინეიჯერმა დედამ ელი პატონსმა დიდ ბრიტანეთში იმშობიარა. მას საკეისრო კვეთა ორსულობის 25 კვირაში გაუკეთეს. ბავშვს ჰანა დაარქვეს, ის დაბადებისას მხოლოდ 325 გრამს იწონიდა. ყველაზე პატარა ჩვილი 30 დეკემბერს გაჩნდა.

ექიმები ახალგაზრდა მშობლებს პატარას დაღუპვის რისკებზეც ესაუბრებოდნენ და ამბობდნენ, რომ „ასეთი პატარა ბავშვები ვერ გადარჩებიან“ - თუმცა, ჰანა საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა და დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო.

მანამდე კი, 29 დეკემბერს დედას მუცლისა და გულმკერდის მწვავე ტკივილები დაეწყო, ამიტომ ის დედოფალ ელიზაბეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (QEUH) დაახლოებით, საღამოს 7 საათზე გაგზავნეს და ჰანაც დაიბადა.

დედას შვილთან მხოლოდ ერთი კონტაქტის საშუალება ჰქონდა, რადგან ჰანა ინკუბატორში იმყოფება და წონის მატებაც აღენიშნება. ორივე მშობელი ამბობს, რომ ჰანა არის საუკეთესო რამ, რაც მათ ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა, ახლა წყვილი ბავშვის სახლში გაყვანას ელოდება, თუმცა ეს დრო შესაძლოა, 13 აპრილამდე გაგრძელდეს.

როდესაც ჰანას წონა სასწორზე 500 გრამამდე მიაღწევს, პატარას კროსჰაუს ჰოსპიტალში გადაიყვანენ, მაგრამ ამას შეიძლება ორი თვე დასჭირდეს, ამ დროისთვის ჰანამ უკვე 25 გრამი მოიმატა.

გაერთიანებული სამეფოს ყველაზე პატარა ბავშვი ჰანამდე იყო ალია ჰარტი, რომელიც 2003 წელს 12 უნცია დაიბადა.

წყვილი, რომლებიც თითქმის 18 თვეა ერთად არიან, იმედოვნებდნენ, რომ ჰანას ხელში დაჭერას მალე შეძლებენ." - წერს გამოცემა.