ფრანცია ჯეიმსმა დვალიშვილის მოგებაზე 10 000 დოლარი განათავსა - რა რაოდენობის თანხა მოიგო ქალმა
1726399853
მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება - ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს. ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ!, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.
„ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება, სამარცხვინოა ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს. ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის, რომ ამ მასკარადის მომწყობებთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში... ანაკლიასაც ავაშენებთ, სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც! მადლობა ყველა გულშემატკივარს“, - ნათქვამია ხაზარაძის Facebook-განცხადებაში.