სომხეთის ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ხმების 49,54% მოიპოვა
1780896157
ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლი დილიდან იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შპს “სანდასუფთავების” სამსახურის რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.
შტორმის შედეგად ძირითადად ქვა-ღორღით დაიფარა “აკვა-პარკის” მიმდებარე მონაკვეთი, სადაც დაზიანებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი.
ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ისევ ნარჩუნდება და შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად გაგრძელდება.