19 000 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, დილის 10 საათიდან აღუდგება

გაზი

თბილისში 19 000 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, დილის 10 საათიდან აღუდგება. გაზის მიწოდება დღის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება და საღამოს 10 საათისთვის ის ყველა გათიშულ აბონენტს მიეწოდება.

20 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ სამგორის რაიონში გაზსადენის დაზიანების გამო ავარიულად შეუწყდა.

ჯავახეთის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების წარმოებისას „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი დაზიანდა. ბუნებრივი აირი გუშინ საღამოს 17:00 საათიდან ძირითადად სამგორის, ვარკეთილის, ვაზისუბნის და მეტრომშენის დასახლების მცხოვრებლებს შეუწყდათ.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აფრთხილებს არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.

ასევე ნახეთ:

მოსალოდნელია შტორმი, ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება - საგანგებო გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გეშინია გრიპის? - ყველაფერი, რაც მასზე უნდა იცოდე