1732386875
გეშინია გრიპის? - ყველაფერი, რაც მასზე უნდა იცოდე
ზამთარი საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელებისთვის აქტიური დროა. ის ყოველწლიურად აქტიურდება და ათასობით ადამიანს აავადებს.
ახლა საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ღორის გრიპი, რომელიც H1N1-ისა და H3N2-ის სახელებით არის ცნობილი.
გრიპისთვის დამახასიათებელია:
ცხელება - მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, ოფლიანობით. დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას სხეულის ტემპერატურა 380C-ზე მეტად არ იწევს, ხანგრძლივობა: 1-2 დღეა. საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას 390C -მდე მატულობს და ხანგრძლივობა 2-3 დღეა. მძიმე მიმდინარეობისას 39-400C-ზე მეტია და 4-5 დღე გრძელდება;
ინტოქსიკაცია - ვლინდება საერთო სისუსტით, ოფლიანობით, კუნთებსა და სახსრებში ტეხვის შეგრძნებით და/ან ტკივილით, თავის ტკივილით, ტკივილით თვალების ლატერალური მოძრაობისას;
რინიტი - საწყის პერიოდში დამახასიათებელია ცხვირიდან თხევადი ლორწოვანი გამონადენი. თანდართული ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში გამონადენი სქელდება, შეიძლება მიიღოს ჩირქოვანი ხასიათი და არასასიამოვნო სუნი;
ფარინგიტი - ყელში ხეხვისა და ფხაჭნის, ტკივილის შეგრძნება, ზედაპირული ხველა;
ლარინგიტი - მშრალი, ხშირ შემთხვევაში შეტევითი ხველა, ხმის ჩახლეჩა;
ტრაქეიტი - მშრალი ან სველი ხველა, ტკივილი მკერდის ძვლის უკან;
ბრონქიტი - სველ ხველასა და ნახველთან ერთად ფილტვებში აუსკილტაციით ისმინება ხიხინი.
„გართულებების გარეშე მიმდინარეობისას ერთი-ოთხი დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე-7-მე-10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14-20 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ჰაერგამტარი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი)", - წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობარში გრიპის შესახებ.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვაკის ნაწილს წყალი დაახლოებით 14 საათით შეუწყდა - აღდგენის დრო და ქუჩების ჩამონათვალი
3 წლის ბიჭი ახალი წლის ღამეს „სადღესასწაულოდ გასროლილმა“ ტყვიამ მოკლა (უცხოეთი)
მხოლოდ ერთი ფრაზა - ექსპერტი გირჩევთ, როგორ მიუჩინოთ უხეშ ადამიანს თავისი ადგილი